მკერდის აწევა

მასტოპექსიამკერდის აწევა: იმპლანტებით. საკუთარი ცხიმით ან იმპლანტების გარეშე.



მასტოპექსია (მკერდის აწევა) არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც მკერდის ფორმა და პოზიცია კორექტირდება. ამ პროცედურას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელებიც მიიჩნევენ, რომ მათმა მკერდმა დაკარგა თავდაპირველი სიმკვრივე და სილუეტი ასაკის, ორსულობის, მეძუძურების ან წონის დაკლების გამო.

როგორ ტარდება მკერდის აწევა/მასტოპექსია? კონსულტაცია: ჩვენს კლინიკაში, Globmedtrust-ში, მაღალი კლასის პლასტიკური ქირურგი განიხილავს თქვენს მოთხოვნებსა და მიზნებს, აფასებს მკერდის მდგომარეობას და გირჩევთ საუკეთესო ქირურგიულ მეთოდს.ანესთეზია: ოპერაცია ხდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, რაც უზრუნველყოფს, რომ პაციენტმა დაიძინოს და არ განიცადოს ტკივილი მთელი პროცესის განმავლობაში.

კორექცია და ნაკერები: ჩვენი ქირურგი ყურადღებით გაშორებთ ზედმეტ კანს, ამკვრივებს მკერდის ქსოვილებსა და უბრუნებს მკერდს ბუნებრივ ფორმას. თუ პაციენტს სურს მკერდის აწევის გაკეთება იმპლანტით, მაშინ ჩვენი ქირურგი ამ იმპლანტს გითავსებთ მკერდის კუნთის ქვეშ, რაც  მკერდს უნარჩუნებს მიღებულ ფორმას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მკერდის მასტოპექსიის უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შედეგი იყოს სრულყოფილი და უმტკივნეულო. Globmedtrust-ში, პროცედურას ატარებს მაღალკვალიფიციური პლასტიკური ქირურგი, რომელსაც აქვს 17 წლიანი გამოცდილება. 


მკერდის იმპლანტები: ჩვენ ვიყენებთ უახლესი თაობის იმპლანტებს, რომლებიც უსაფრთხო და გამძლეა. ამ იმპლანტებს არ სჭირდებათ 7-10 წელიწადში შეცვლა და განმეორებითი ოპერაცია, რადგან ჩვენი ქირურგი მათ გითავსებთ მკერდის კუნთის ქვემოთ, რაც ხელს უშლის იმპლანტების გარშემო კაფსულაციას. 


მიკროსკოპული ნაკერები: ჩვენი ქირურგი იყენებს უახლეს მეთოდებს, რომ ნაკერები მაქსიმალურად პატარა, წვრილი და უხილავი იყოს. გადებთ ორმაგ ქირურგიულ ნაკერს, რომელსაც მოხსნა არ სჭირდება. ამ ტექნიკის წყალობით პაციენტის რეაბილიტაცია უფრო სწრაფი,მარტივი და უმტკივნეულოა.

 

ახალი თაობის ინსტრუმენტები: ჩვენი ქირურგები იყენებენ უახლესი თაობის ქირურგიულ ინსტრუმენტებს, რაც პროცედურის დროს ნაკლებ დაზიანებას იწვევს და უკეთესი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.

უსაფრთხოება, ტკივილის მართვა და აღდგენა
მასტოპექსია არასდროს უნდა ჩატარდეს საეჭვო კლინიკებში ან არასრულფასოვანი პროფესიონალების მიერ. Globmedtrust-ში პროცედურას მხოლოდ გამოცდილი, კვალიფიციური და ლიცენზირებული ქირურგები ატარებენ. ოპერაციის შემდეგ, ჩვენ სრულ რეკომენდაციებს მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიაროთ რეაბილიტაცია სწრაფად და უსაფრთხოდ.


მასტოპექსია არის ეფექტური პროცედურა, რომელიც ქალებს ეხმარება დაუბრუნონ მათ მკერდს თავდაპირველი ან უკეთესი ფორმა. Globmedtrust-ში, თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის სერვისს, უსაფრთხო ქირურგიულ მიდგომას და მინიმალურ ნაკერებს. ჩვენი პლასტიკური ქირურგი სპეციალიზირებულია ამ სფეროში და ყოველთვის გთავაზობთ მხოლოდ უახლეს ტექნოლოგიებსა და იმპლანტებს, რაც უზრუნველყოფს სასურველ შედეგებს.

შედეგები:

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე: