
რინოპლასტიკა
ცხვირის პლასტიკის მოწინავე მეთოდები პლასტიკური ქირურგიის ექიმების მიერ სტამბოლში — პირველადი, განმეორებითი (რევიზიული) და ულტრაბგერითი (პიეზო) რინოპლასტიკა.
GlobMedTrust-ის პარტნიორი წამყვანი ქირურგები რინოპლასტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მრავალწლიან ქირურგიულ გამოცდილებას აერთიანებენ. სტამბოლის წამყვანი პლასტიკური ქირურგები იყენებენ უახლეს მეთოდებს, რათა მიიღოთ ის შედეგი, რომელიც თქვენ გსურთ.

მეთოდები, რომლებსაც ვიყენებთ
ღია რინოპლასტიკა
მაქსიმალური კონტროლი რთული შემთხვევების დროს. ქირურგს აქვს ცხვირის სტრუქტურების სრული ხილვადობისა და მანიპულირების შესაძლებლობა.
დახურული რინოპლასტიკა
უხილავი ნაწიბურები და სწრაფი რეაბილიტაცია: ყველა ჭრილობა კეთდება ნესტოების შიგნიდან.
ულტრაბგერითი (პიეზო) რინოპლასტიკა
ცხვირის ძვლოვანი სტრუქტურის ზუსტი, უსაფრთხო და ნაკლებად ტრავმული კორექცია ინოვაციური პიეზოელექტრული აპარატის გამოყენებით.
განმეორებითი (რევიზიული) რინოპლასტიკა
წინა, წარუმატებელი თუ არასრულყოფილი ოპერაციების შედეგების გამოსწორება და ესთეტიკური დახვეწა.
ინდივიდუალური მიდგომა
ყოველი პაციენტის ანატომია უნიკალურია, ამიტომ თქვენი ქირურგიული გეგმა იქმნება ინდივიდუალურად, თქვენი სახის პროპორციების გათვალისწინებით.
რატომ GlobMedTrust
რა გამოგვარჩევს
GlobMedTrust ჩვენი დამფუძნებლის პირადმა გამოცდილებამ დაბადა: თავად გაემგზავრა საზღვარგარეთ პლასტიკური ქირურგიისთვის და იცის პირადი გამოცდილებიდან, რა გამოწვევები ახლავს ამ პროცესს — სწორი ქირურგის პოვნა, ხარისხის შეფასება მანძილიდან და ყველა დეტალის მოწესრიგება სხვა ქვეყნიდან. სწორედ ამისთვის არსებობს GlobMedTrust: ჩვენ თქვენს ნაცვლად ვაგვარებთ გაუგებრობასა და სირთულეებს, რომ ყურადღება მხოლოდ მთავარზე გქონდეთ — თქვენს ჯანმრთელობასა და აღდგენაზე.
ჩვენს პარტნიორ წამყვან ქირურგებს აქვთ 19+-წლიანი დადასტურებული გამოცდილება და ჩატარებული აქვთ ათასობით წარმატებული ოპერაცია. კლინიკები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ხოლო ოპერაციები ტარდება თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ საავადმყოფოებში.
GlobMedTrust-თან ერთად თქვენ იღებთ პერსონალიზებულ მზრუნველობას სტამბოლში ჩამოსვლის მომენტიდან რეაბილიტაციის სრულ დასრულებამდე.
- პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის ექიმები რინოპლასტიკის 19+-წლიანი გამოცდილებით
- ღია, დახურული და ულტრაბგერითი (პიეზო) ქირურგიული მეთოდები
- კომპლექსური პაკეტი სასტუმროს, VIP ტრანსფერისა და 24/7 მხარდაჭერის ჩათვლით*
- ხშირად უფრო დაბალი ღირებულება, ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში
- განმეორებითი (რევიზიული) რინოპლასტიკის განსაკუთრებული გამოცდილება
- ოპერაციები თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ საავადმყოფოებში
- მხოლოდ პირადად შემოწმებული საავადმყოფოები თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით — ყოველ საავადმყოფოსა და პარტნიორს ვიცნობთ მოგზაურობამდე
- ჩვენს ქსელში თითოეული ქირურგი პირადად არის შერჩეული და გადამოწმებული, ხოლო ჩვენს ყველა პარტნიორ ქირურგს 19 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
- სირთულეებს ჩვენ ვიღებთ თქვენს ნაცვლად — ერთი გამორჩეული საკონტაქტო პირი პირველი მოთხოვნიდან სრულ აღდგენამდე, რაც დაზოგავს დროს და ამცირებს საზღვარგარეთ ორგანიზების რისკებს
* არჩეული პაკეტის მიხედვით.
პაციენტის შედეგები
გალერეა: მანამდე და შემდეგ
ეს სურათები აჩვენებს რეალური პაციენტების შედეგებს. ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს.
სენსიტიური კონტენტი
ეს გალერეა შეიცავს ქირურგიული პროცედურების სურათებს. დააჭირეთ სანახავად.
აღდგენა
პაციენტების უმეტესობა ყოველდღიურ, მსუბუქ აქტივობებს ოპერაციიდან მე-2 დღიდან უბრუნდება. ცხვირის სპეციალური ფიქსატორი (სპლინტი) იხსნება მე-5 დღეს, ხოლო შეშუპება თანდათანობით, 3–6 თვის განმავლობაში იკლებს.
ინვესტიცია
მკურნალობა თურქეთში ხშირად ნაკლები ღირს, ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. დაგვიკავშირდით თქვენზე მორგებული, პერსონალური შეთავაზების მისაღებად.*
* არჩეული პაკეტის მიხედვით.
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს გრძელდება რინოპლასტიკის ოპერაცია?
ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, პროცედურა, როგორც წესი, 2–3 საათს გრძელდება.
მტკივნეულია თუ არა რინოპლასტიკა?
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით), შესაბამისად, პროცედურის მსვლელობისას პაციენტი ვერანაირ დისკომფორტს ან ტკივილს ვერ გრძნობს.
ოპერაციიდან რამდენ ხანში შევძლებ სახლში დაბრუნებას?
ოპერაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის პირველი ეტაპის კონტროლისთვის, გირჩევთ სტამბოლში 5–6 ღამით დარჩენას, მათ შორის ერთი ღამე საავადმყოფოში — ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე.
დამრჩება თუ არა ხილული ნაწიბურები?
დახურული რინოპლასტიკის დროს ყველა ჭრილობა ნესტოების შიგნიდან კეთდება, ამიტომ ნაწიბური გარედან უხილავია. ღია მეთოდის შემთხვევაში კი, მცირე ზომის, დროთა განმავლობაში შეუმჩნეველი ნაკვალევი კოლუმელაზე (ცხვირის ნესტოებს შორის არსებულ კანის ძგიდეზე) რჩება.
შესაძლებელია თუ არა წინა, წარუმატებელი რინოპლასტიკის შედეგების გამოსწორება?
დიახ. ჩვენი პარტნიორი წამყვანი ქირურგები სპეციალიზდებიან რთულ, განმეორებით (რევიზიულ) რინოპლასტიკაში და აქვთ ასეთი ოპერაციების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.
მართლა ჩამიტარებს ოპერაციას ის ქირურგი, რომლის შესახებაც მეუბნებიან?
დიახ. თქვენთვის შერჩეული ქირურგი ოპერაციას პირადად ატარებს, და მას სტამბოლში ოპერაციამდე პირადად შეხვდებით. ვინ გამიკეთებს ოპერაციას →
არის თუ არა საავადმყოფოში ინტენსიური თერაპია?
დიახ. ყველა პარტნიორ საავადმყოფოს ადგილზე აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება, ანესთეზიას კი ანესთეზიოლოგი გიკეთებთ.
რომელი ნიშნები ოპერაციის შემდეგ ნიშნავს, რომ დახმარება მჭირდება?
ტკივილი გულმკერდში, უეცარი ქოშინი ან სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, დაუყოვნებლივ სასწრაფოს გამოძახებას მოითხოვს. ტკივილი ან შეშუპება ერთ ფეხში, გავრცელებული სიწითლე, ჩირქი ან სიცხე იმავე დღეს ექიმთან მისვლას მოითხოვს. ყველა საგანგაშო ნიშანი →
მკურნალობა
მსგავსი მკურნალობები

მზად ხართ ცვლილებებისთვის?
დაჯავშნეთ კონსულტაცია და ჩვენ შეგირჩევთ თქვენს მოლოდინებზე მორგებულ პერსონალურ მკურნალობის გეგმას.
